სამუშაო საათებია
9:00 დან 18:00 ყოველ დღე
დაგვიკავშირდით
0 ჩემი კალათა 0,00 ლარი
საიტის მენიუ

აქტელიკი - პირიმიფოს მეთილი

რეიტინგი:
ხელმისაწვდომობა:
ხელმისაწვდომია
რაოდენობა:
+
67,00 ლარი
მიწოდების მეთოდები

კურიერი (TAXI)

გადახდის მეთოდი

ნაღდი ანგარიშსწორება

გადარიცხვა

არასისტემური ფოსფორორგანული ინსექტოაკარიციდი ნაწლავურ-კონტაქტური მოქმედებით. 

სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად მავნებლებისაგან როგორც ღია, ისე დაცულ გრუნტში.

უპირატესობები:

  • სწრაფად თრგუნავს სხვადასხვა მავნებლებს, მათ შორის შენახვის პირობებშიც და ხელს უშლის მათ ხელმეორედ გამრავლებას;
  • ზემოქმედების მექანიზმი განსხვავებულია პირეტროიდების ჯგუფისგან, პრეპარატი ინარჩუნებს აქტივობას + 25 0 C და უფრო მაღალ ტემპერატურაზეც;
  • ინერტულ ზედაპირზე ხანგრძლივი მოქმედება, 6-8 თვემდე, რაც მნიშვნელოვანია საწყობის მავნებლებისგან და ჯამრთელობის დაცვის ობიექტების დასაცავად;
  • დამუშავებული მარცვალი შეიძლება გამოყენებულ იქნას სასურსათოდ და საფურაჟედ;
  • შეიძლება გამოვიყენოთ ჩაუტვირთავი საწყობების, ასევე დასნებოვნებული მარცვლის დასამუშავებლად;
  • ვინაიდან პრეპარატი ნებადართულია ევროპაში, დამუშავებული მარცვალი შეიძლება გავიტანოთ საექსპორტოდ ევროკავშირის ქვეყნებში.
კულტურა ობიექტი ხარჯვის ნორმა, კგ/ჰა
ვაზი ფოტლის ფილოქსერა, ყურძნის ჭია, კოქციდები 1,5 – 2,0
ვაშლი, მსხალი, ციტრუსები მავნებელთა კომპლექსი (მწუწნი და მღრღნელი) 1,7 – 2,0
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო 1,5
კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი დაცული გრუნტი ფრთათეთრა, ბუგრები, ტკიპები, მენაღმე ბუზი, თრიფსები 2,5 – 3,0
კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი ღია გრუნტი ფრთათეთრა, ბუგრები, თრიფსები, ტკიპები 0,3 – 1,5
კომბოსტო ჩრჩილები, ხვატრები, თეთრულები 0,5
ჟოლო, მოცხარი ხერხიები, მზომელები, ალურები, ბუგრები, ხოჭოები 1,5
ჭარხალი რწყილები, ბუგრები, ცხვირგრძელები 1,0 – 2,0

 

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

კომენტარები არ მოიძებნა
დაწერე კომენტარი
სახელი გვარი*
ელ-ფოსტა
კომენტარის ტექსტი*