სამუშაო საათებია
9:00 დან 18:00 ყოველ დღე
დაგვიკავშირდით
0 ჩემი კალათა 0,00 ლარი
საიტის მენიუ

კლერატი - ბროდიფაკუმი

რეიტინგი:
ხელმისაწვდომობა:
ხელმისაწვდომია
რაოდენობა:
+
40,00 ლარი
მიწოდების მეთოდები

კურიერი (TAXI)

გადახდის მეთოდი

ნაღდი ანგარიშსწორება

გადარიცხვა

ლერატი არის როდენტიციდი, რომლის მოქმედი ნივთიერებაა ბროდიფაკუმი, მიეკუთვნება მეორე თაობის ანტიკოაგულანტებს

მოქმედების მექანიზმი:

მღრღნელების (თაგვები, ვირთაგვები, მემინდვრეები) მიერ პრეპარატის ლეტალური დოზის მიღების შემდეგ სისხლის შედედება მკვეთრად მცირდება, ნებისმიერი შინაგანი ან გარეგანი დაზიანების შემთხვევაში ხდება ცხოველებში სისხლის ჩაქცევის პროცესი, რის შედეგად მღრღნელი იღუპება 3-7 დღის განმავლობაში, ვინაიდან კლერატი არის ძლიერი როდენტიციდი, მღრღნელების მიერ ლეტალური დოზა შეიძლება მიღებულ იქნას ერთჯერადდ მისატყუებლის შეჭრის შედეგად

უპირატესობები:

  • მზა მისატყუებელი მასალა, რომელიც იზიდავს თაგვებსა და ვირთაგვებს;
  • მღრღნელები ირჩევენ კლერატს იმ შემთხვევაშიც კი თუ იქ გვერდით მოთავსებულია სხვა საკვები ან მისატყუებელი;
  • არ აფრთხობს მღრღნელებს და არ გაურბიან იმ ადგილს, სადაც მისატყუებელია დაყრილი;
  • კლერატის გრანულები არ იზიდავენ სხვა თბილსისხლიანებს;
  • ანადგურებს ყველა სახეობის მღრღნელებს, მათაც, რომლებიც რეზისტენტნი არიან სხვა როდენტიციდ-კოაგულანტების მიმართ;
  • მღრღნელების სიკვდილიანობა დგება პრეპარატის ერთჯერადი მიღებიდან რამოდენიმე დღეში.
კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა კგ/ჰა გამოყენების დრო, ხერხი გამოყენების თავისებურება 
ყველა კულტურა, საშემოდგომო მარცვლეული, მრავალწლიანი ბალახები, ხეხილის ბაღელი  ჩვეულებრივი და საზოგადოებრივი მემინდვრია 3 კგ/ჰა, 5 გ ერთ სოროზე  შეტანა სოროებში ან სხვა თავშესაფარში, რათა გამოვრიცხოთ სხვა თბილსისხლიანების მიწვდომა.  როდესაც სოროების რაოდენობა 1 ჰა-ზე აღემატება . ინტერვალი შეტანებს შორის- 16 დღე. სეზონის განმავლობაში 2 ჯერადი გამოყენება
საწყობები, საცავები, დაცული გრუნტი სამეურნეო შენობები, მარცვალ გადასამუშავებელი საწარმოები რუხი ვირთაგვა, ბინის თაგვი 600 გ-მდე 100 მ2-ზე, 5-10 გ ერთ სოროზე, 30-50 გ მისატყუებელ ყუთებში

ბინადრობის ადგილიდან არანაკლებ 4 წერტილზე 100 მ2-ზე. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი დაემატოს ორი კვირის განმავლობაში

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

კომენტარები არ მოიძებნა
დაწერე კომენტარი
სახელი გვარი*
ელ-ფოსტა
კომენტარის ტექსტი*