სამუშაო საათებია
9:00 დან 18:00 ყოველ დღე
დაგვიკავშირდით
0 ჩემი კალათა 0,00 ლარი
საიტის მენიუ

კობუზი - პენკონაზოლი (100გ/ლ)

რეიტინგი:
ხელმისაწვდომობა:
ხელმისაწვდომია
რაოდენობა:
+
78,00 ლარი
მიწოდების მეთოდები

კურიერი (TAXI)

გადახდის მეთოდი

ნაღდი ანგარიშსწორება

გადარიცხვა

თანამედროვე და ეფექტური ფუნგიციდი ნაცროვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გამოყენების ნორმები:

კულტურა დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) წყლის ხარჯვა (ლ/ჰა) წამლობის მაქსიმალური ჯერადობა ლოდინის პერიოდი წამლობიდან მოსავლის აღებამდე წამლობებს შორის ინტერვალი (დღე)
ვაზი ნაცარი 0.15-0.25 600-800 3 20 8-14
კიტრი (ღია გრუნტი) ნაცარი, სიდამპლე 0.125-0.15 300-400 2 14 8-14
კიტრი (დახულური გრუნტი) ნაცარი, სიდამპლე 0.25 600 3 3 8-14
ვაშლი ნაცარი 0.3-0.4 800-1000 4 20 8-14
თხილი ნაცარი 0.25 800-1000 4 20 8-14
ვარდი და სხვა დეკორტიული მცენარეები ნაცარი, ჟანგა 0.25-0.3 300-400 4 20 8-14

გამოყენების რეკომენდაციები:

დაავადების ძლიერი გავრცელებისა და ინტენსიობის შემთხვევაში იხმარება მაქსიმალური დოზა, მოკლე ინტერვალით.

პრეპარატის უპირატესობები:

  • საიმედო მოქმედება ნაცრებზე მაღალი ინფექციური ფონის დროსაც;
  • მისი გამოყენება შეიძლება, ყველა კულტურაზე, სადაც არსებობს ნაცრის პრობლემა;
  • სწრაფად იჭრება მცენარეში, მედეგია ნალექების მიმართ;
  • არ ახასიათებს ფიტოტოქსიკური მოქმედება, უვნებელია მცენარისათვის;
  • აქვს ხარჯვის ძალზე დაბალი ნორმა;
  • თავსებადია სხვა ფუნგიციდებთან და ინსექტოაკარიციდებთან;
  • იგი მცენარეში არ ტოვებს ნარჩენებს, რის გამოც მისი გამოყენება ეკოლოგიურად გამართლებულია.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

კომენტარები არ მოიძებნა
დაწერე კომენტარი
სახელი გვარი*
ელ-ფოსტა
კომენტარის ტექსტი*