სამუშაო საათებია
9:00 დან 18:00 ყოველ დღე
დაგვიკავშირდით
0 ჩემი კალათა 0,00 ლარი
საიტის მენიუ

ლიდერი 300 გრამი

რეიტინგი:
ხელმისაწვდომობა:
ხელმისაწვდომია
რაოდენობა:
+
35,00 ლარი
მიწოდების მეთოდები

კურიერი (TAXI)

გადახდის მეთოდი

ნაღდი ანგარიშსწორება

გადარიცხვა

უმაღლესი კლასის სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი ვაზის, ციტრუსების, კარტოფილის, პომიდორის, კიტრის, ხახვის და ბაღჩეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. პრეპარატს ახასიათებს განსაკუთრებული ფუნგიციდური თვისებები. აქვს მკვეთრად გამოხატული, როგორც სისტემური, ისე კონტაქტური დაცვითი მოქმედება. იგი ძალზე სწრაფად იჭრება მცენარეში და თანაბრად ნაწილდება მასში, მათ შორის ახალგაზრდა ყლორტებში და წანაზარდებში, რომელთაც ვერ მოხვდა პრეპარატი შესხურების მომენტში.

გამოყენების ნორმები:

კულტურა დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) წყლის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) შესხურების მაქსიმალური ჯერადობა შესხურებებს შორის ინტერვალი (დღე)
ვაზი ჭრაქი, ანთრაქნოზი, ვაზის შავი ლაქიანობა 2-2.5 700-800 3-4 8-14
კარტოფილი, პომიდორი ფიტოფტოროზი, ალტერანარია 2-2.5 300-400 2-3 8-14
კიტრი კიტრის ჭრაქი 2 300-400 2-3 8-14
ხახვი ხახვის ჭრაქი 2-2.5 300-400 2-3 8-14
საზამთრო, ნესვი გოგროვანთა ჭრაქი 2-2.5 300-400 3 8-14

შენიშვნა:  ხშირი წვიმების დროს წამლობა ჩაატარეთ მოკლე ინტერვალით.

პრეპარატის უპირატესობები:

  • პრეპარატი გამოირჩევა განსაკუთრებული სელექტიურობით ოომიციტების კლასის სოკოების წინააღმდეგ (ჭრაქი, პერენოსპორა, ფიტოფტორა, ალტერნარია);
  • საიმედოა რთულ კლიმატურ პირიბებში (ხშირი წვიმები);
  • შესახურებიდან 2 საათის შემდეგ მოსული ნალექი მის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

მისი კომბინირება დასაშვებია სხვა ფუნგიციდებთან და ინსექტოაკარიციდებთან.

ტოქსიკურობა:

პრეპარატი დაბალტოქსიკურია ადამიანისა და სხვა თბილსისხლიანების მიმართ. უვნებელია ფუტკრებისათვის , მოარიდეთ თევზებს.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

კომენტარები არ მოიძებნა
დაწერე კომენტარი
სახელი გვარი*
ელ-ფოსტა
კომენტარის ტექსტი*