სამუშაო საათებია
9:00 დან 18:00 ყოველ დღე
დაგვიკავშირდით
0 ჩემი კალათა 0,00 ლარი
საიტის მენიუ

ფაიტერბლუ - დიმეტომორფი + სპილენძის ქლორჟანგი

რეიტინგი:
ხელმისაწვდომობა:
ხელმისაწვდომია
რაოდენობა:
+
45,00 ლარი
მიწოდების მეთოდები

კურიერი (TAXI)

გადახდის მეთოდი

ნაღდი ანგარიშსწორება

გადარიცხვა

კონტაქტურ სისტემური ფუნგიციდი, სასოფლო სამეურნეო კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გამოყენების ნორმები:

კულტურა დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა ( კგ/ჰ) წყლის ხარჯვა (ლ/ჰ) წამლობის ჯერადობა ლოდინის პერიოდი (დღე)
ვაზი ჭრაქი, ფომოფსისი 2-2.5 600-800 3-4 25
პომიდორი, კარტოფილი ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი 2-2.5 300-400 3 15
კიტრი (ღია გრუნტი) ჭრაქი 2-2.5 300-400 3 15
ხახვი ჭრაქი 2-2.5 300-400 3 15

შენიშვნა: წამლობათაშორის ინტერვალი 10-14 დღეა. წვიმების და გაზრდილი ტენეს პირობებში, წამლობა უნდა ჩატარდეს შემჭიდროებულ ვადებში. პრეპარატთან მუშაობისას დაიცავით უსაფრთხოების წესები.

პრეპარატის  უპირატესობები:

  • პრეპარატის მოქმედეი ნივთიერება სპილენძის ქლორჟანგი, კონტაქტური გზით იცავს მცენარეს ოოსპორებისაგან, ხოლო დიმეტომორფი სისტემური გზით, ლოკალიზებას უკეთებს, სოკოს განვითარებას;
  • ანადგურებს სოკოს, განვითარევბის  ყველა სტადიაში;
  • ახასიათებს, ხანგრძლივი დაცვითი და პროფილაქტიკური მოქმედება;
  • არ არის აღნიშნული დაავადების რეზისტენტობა დიმეტომორფის მიმართ. ამიტომ მისი გამოყენება დასაშვებია რეზისტენტულ პროგრამაში;
  • პრეპარატის კომბინირება დასაშვებია სხვა ფუნგიციდებთან, ინსექტიციდებთან და წყალში ხსნად მიკრო სასუქებთან.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

კომენტარები არ მოიძებნა
დაწერე კომენტარი
სახელი გვარი*
ელ-ფოსტა
კომენტარის ტექსტი*