სამუშაო საათებია
9:00 დან 18:00 ყოველ დღე
დაგვიკავშირდით
0 ჩემი კალათა 0,00 ლარი
საიტის მენიუ

ფინალი

რეიტინგი:
ხელმისაწვდომობა:
ხელმისაწვდომია
რაოდენობა:
+
45,00 ლარი
მიწოდების მეთოდები

კურიერი (TAXI)

გადახდის მეთოდი

ნაღდი ანგარიშსწორება

გადარიცხვა

ახალი ფუნგიციდი, თავთავიან და სხვა კულტურებში გამოსაყენებელი ფესვის სიდამპლეების და სხვა სოკოვანი ორგანიზმების წინააღმდეგ. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება კარბენდაზიმი კონტაქტური შეხებით ანადგურებს სიდამპლის გამომწვევ ორგანიზმებს, იგი აჩერებს სოკოს მიცელიუმის განვითარებას.

გამოყენების ნორმები:

კულტურა დაავადება დაავადება
პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)
წყლის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) გამოყენების პერიოდი
ხორბალი, ქერი, შვრია ფესვის სიდამპლე, ჩაწოლა, მურაჟანგა, ნაცარი, ჰელმინთოსპოროზი 0.5-0.6 250-300 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
ჭარხალი ცერკოსპოროზი 0.6-0.8 250-300 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
თუთის და წიწვოვანი ტყის ჯიშების სანერგე აღმონაცენის ჩაწოლა, ფესვის სიდამპლეები 1.25-2.4 400-800 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

გამოყენების რეკომენდაციები:

პრეპარატის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც ნიადაგის ფუნგიციდი (ფესვის სიდამპლე) და ფოთლებზე შესხურებით. ღერო ფოთლის და ნაყოფის დაავადებებზე, გამოიყენება თესლის დასამუშავებლადაც. დამუშავება ნდა წარიმართოს ინფექციის გამოჩენამდე, როდესაც დაავადებებს ექმენებათ ხელშემწყობი პირობები.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

კომენტარები არ მოიძებნა
დაწერე კომენტარი
სახელი გვარი*
ელ-ფოსტა
კომენტარის ტექსტი*