სამუშაო საათებია
9:00 დან 18:00 ყოველ დღე
დაგვიკავშირდით
0 ჩემი კალათა 0,00 ლარი
საიტის მენიუ

პროკლეიმი - ემამექტინ ბენზოატი

რეიტინგი:
ხელმისაწვდომობა:
ხელმისაწვდომია
რაოდენობა:
+
345,00 ლარი
მიწოდების მეთოდები

კურიერი (TAXI)

გადახდის მეთოდი

ნაღდი ანგარიშსწორება

გადარიცხვა

გამოყენების ნორმები:

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) მავნებელი გამოყენების ჯერადობა ლოდინის პერიოდი (დღე)
ვაშლი 0.3-0.4 მენაღმე ჩრჩილები, ნაყოფჭამია 1 7
ვაზი 0.3-0.4 ყურძნის ჭია 1 7
პომიდორი (ღია და დაცული გრუნტი) 0.3-0.4 კოლოფის ჭია (ბამბის ხვატარი), ფოთლის მენაღმე ჩრჩილი 1 7
კიტრი (ღია და დაცული გრუნტი) 0.3-0.4 ფოთლის მენაღმე ჩრჩილი 2 4
კომბოსტო 0.2-0.3
კომბოსტოს ჩრჩილი, კომბოსტოს ხვატარი, თეთრულები
2 7

გამოყენების რეკომენდაციები:

პროკლეიმი თრგუნავს მატლის განვითარებას კვერცხის შიგნით, ამიტომ შესხურების დაწყება რეკომედებულია როდესაც მავნებელი იწყებს კვერცხდებას. ყველაზე სასურველი ეფექტი მიიღწევა როდესაც მავნებელი იმყოფება კვერცხის ან მცირე ხნოვანების მატლის ფაზაში (ხვატარის სიდიდე - არა უმეტეს 5 მმ). პეპლების ფრენის გაჭიანუებისას ან მავნების თაობების არევის შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი შესხურება. შეუცვლლი ინსექტიციდა ფარულად მცხოვრები პეპლების მატლების (მენაღმე ჩრჩილების) წინააღმდეგ.

მოქმედების მექანიზმი:

პროკლეიმი მოქმედებს მწერის ნერვული სისტემის ორ უბანზე. ერთმანეთთან აკავშირებს გამა-ამინო ზეთოვანი მჟავას რეცეპროტებს კუნთოვაბ უჯრედებში. ასეთი შეკავშირების შემდეგ წარმოიქმნება ქლორის იონების განუწყვეტელი ნაკადი კუნთების უჯრედებში, კუნთები რჩებიან მუდმივად მოდუნებულნი, არ უკუშებიან და ამის გამო, წყეტენ მოძრაობას. შესხურებიდან 1-4 საათის შემდეგ მწერები წყვეტენ კვებასა და მოძრაობას, ხოლო 1-4  დღის შემდეგ იღუპებიან. პროკლეიმს ახასიათებს უნიკალური მოქმედება ქერცფრთიანების მიმართ, რის გამოც გამოყენება შესაძლებელია ანტირეზისტენტულ პროგრამაში.

პრეპარატის უპირატესობები:

  • ოვიციდური თვისება, რის გამოც მატლი იღუპება ისე რომ ვერ ასწრებს ნაყოფში შეღწევას;
  • მაღალი ეფექტურობა ამინდისაგან დამოუკიდებლად, როგროც მაღალ ტემპერატურაზე (+350C-ზე მეტი) ასევე დიდი რაოდენობის ნალექების შემთვევაშიც;
  • უსაფრთხოა ენტემოფაგების მიმართ გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ;
  • დაცვითი მოქმედების ხანგრძლივობა - 15 დღე;
  • ხანმოკლე ლოდინის პერიოდი: 4-7 დღე;
  • გამოიყენება ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებაში.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

კომენტარები არ მოიძებნა
დაწერე კომენტარი
სახელი გვარი*
ელ-ფოსტა
კომენტარის ტექსტი*