სამუშაო საათებია
9:00 დან 18:00 ყოველ დღე
დაგვიკავშირდით
0 ჩემი კალათა 0,00 ლარი
საიტის მენიუ

ტოპკონაზოლი

რეიტინგი:
ხელმისაწვდომობა:
ხელმისაწვდომია
რაოდენობა:
+
65,00 ლარი
მიწოდების მეთოდები

კურიერი (TAXI)

გადახდის მეთოდი

ნაღდი ანგარიშსწორება

გადარიცხვა

სისტემური მოქმედების ფუნგიციდი ვაზის, ხეხილის მ/შ კურკოვნების, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ნაცროვანი დაავადებების დასაცავად.

გამოყენების ნორმები:

კულტურა დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)  წყლის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)  შესხურების ვადები  ლოდინის პერიოდი (დღე)
ვაზი ნაცარი 0.15-0.25  600-800  ვეგეტაციის პერიოდში 3-4-ჯერ  20
კიტრი (ღია გრუნტი) ნაცარი 0.125-0.15  300-400  ვეგეტაციის პერიოდში 2 - ჯერ  20
კიტრი (დახურული გრუნტი) ნაცარი 0.25-0.37  500-700  ვეგეტაციის პერიოდში 3- ჯერ  3
ვაშლი ნაცარი 0.3-0.4  600-1000  ვეგეტაციის პერიოდში 3-4 ჯერ  20
ატამი ნაცარი, ნაყოფის სიდამპლე 0.5-1  600-1000  ვეგეტაციის პერიოდში 3-4 ჯერ  20
მარწყვი ნაცარი 0.3-0.5  300-400  ყვავილობამდე მოსავლის აღების შემდეგ  20
ვარდი და სხვა დეკორატიული მცენარეები ნაცარი, ჟანგა 0.35-1.0  300  ვეგეტაციის პერიოდში 7- ჯერ  20

 გამოყენების რეკომენდაციები:

დაავადების ძლიერი გავრცელებისა და ინტენსიობის შემთხვევაში იხმარება მაქსიმალური დოზა, მოკლე ინტერვალით.

პრეპარატის უპირატესობები:

  • მაღალეფექტურია სასოფლო სამეურნეო კულტურების ნაცროვანი დაავადებების წინააღმდეგ;
  • კარგი სისტემური მოქმედება, მაღალი დაცვითი და სამკურნალო გამანადგურებელი მოქმედებები;
  • მცენარის ყველა ორგანოების ხანგრძლივი დაცვა;
  • შესხურებას შორის ინტერვალი 8-14 დღე;
  • დაბალი ხარჯვის ნორმა;
  • არ ახდენს უარყოფით გავლენას მცენარეზე.

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

კომბინირდება უმრავლეს ფუნგიციდებთან და ინსექტიციდებთან.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

კომენტარები არ მოიძებნა
დაწერე კომენტარი
სახელი გვარი*
ელ-ფოსტა
კომენტარის ტექსტი*