სამუშაო საათებია
9:00 დან 18:00 ყოველ დღე
დაგვიკავშირდით
0 ჩემი კალათა 0,00 ლარი
საიტის მენიუ

უნივერსალი

რეიტინგი:
ხელმისაწვდომობა:
ხელმისაწვდომია
რაოდენობა:
+
27,00 ლარი
მიწოდების მეთოდები

კურიერი (TAXI)

გადახდის მეთოდი

ნაღდი ანგარიშსწორება

გადარიცხვა

თანამედროვე სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი ვაზის, კარტოფილის, ბოსტნეულის და სხვა სასოფლო სამეურნეო კულტურების ძირითადი სოკოვანი დაავადებებიისაგან დასაცავად.

გამოყენების ნორმები:

კულტურა დაავადება პრეპარატის ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) წყლის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) ლოდინის პერიოდი (დღე) შესხურების მაქსიმალური ჯერადობა
ვაზი ჭრაქი, შავი სიდამპლე,ვაზის შავი ლაქიანობა 2.5 700-800 14 3-4
კარტოფილი ფიტოფტოროზი, სეპტორიოზი, ალტერნარიოზი 2.5 300-400 15 2-3
პომიდორი ფიტოფტოროზი, სეპტორიოზი, ალტერნარიოზი 2.5 300-400 10 3-4
კიტრი კიტრის ჭრაქი 2.5 300-400 8 2-3
ხახვი ხახვის ჭრაქი 2.5 300-400 15 2-3
საზამთრო, ნესვი გოგროვანთა ჭრაქი 2-2.5 300-400 21 3

 გამოყენების რეკომენდაციები:

რთული კლიმატური პირობების შემთხვევაში (გადაუღებელი წვიმა) შესხურებების ჩატარება რეკომენდირებულია მოკლე ინტერვალებით. მაღალი ეფექტი მიიღწევა პროფილაქტიკური დამუშავებისას, არ დაუშვათ დაავადების ძლიერი გავრცელება.

პრეპარატის უპირატესობები:

  • ორმაგი მოქმედების უნარი. მეტალაქსილი შეიჭრება რა ფოთლებში ბაგეების გზით, გადაადგილდება წვენთან ერთად სისტემაში და ლოკალიზებას უკეთებს სოკოს მიცელიუმის განვითარებას, ხოლო მანკოცები გარედან კონტაქტური გზით ანადგურებს სპორებსა და მის წანაზარდებს;
  • სისტემური მოქმედების წყალობით იცავს მცენარის იმ ნაწილსაც, რომელსაც შესხურებისას არ მოხვდა სითხე, მათ შორის ახალგაზრდა ყლორტებსა და ნაზ არდებს, რომლებიც განვითარდნენ შესხურების შემდეგ;
  • რთულ კლიმატურ პირობებში (ხანგრძლივი წვიმები) გარანტირებული ეფექტი;
  • იცავს ნაყოფსაც და ტუბერებსაც;
  • მისი გამოყენება ეკოლოგიურად გამართლებულია.

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

კომბინაციაში შედის ინსექტო-აკარიციდებთან და ფუნგიციდებთან.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

კომენტარები არ მოიძებნა
დაწერე კომენტარი
სახელი გვარი*
ელ-ფოსტა
კომენტარის ტექსტი*