სამუშაო საათებია
9:00 დან 18:00 ყოველ დღე
დაგვიკავშირდით
0 ჩემი კალათა 0,00 ლარი
საიტის მენიუ

წესები და პირობები

"საიტი"- ვებ გვერდი https://www.liv.ge

"მმართველი კომპანია"- ვებ გვერდი https://www.liv.ge - ს მმართველი კომპანია, შპს "ალდ (ALD)".

"მომხმარებელი"- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ეძებს სასურველ პროდუქციას/მომსახურებას.

"განცხადება"- ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების შესახებ.

1. ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

1.1  საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება მყიდველს დაუკავშირდეს კომპანიას შპს ალდ (მაღაზია).

1.2 მმართველი კომპანია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება პროდუქციის/მომსახურების ადვილად მოძებნაში.

1.3 მმართველ კომპანიას ეკუთვნის საიტზე განთავსებული პროდუქცია/მომსახურება და ფლობს დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.

1.4 განცხადებაში მითითებული პროდუქციის/მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა კონტროლირდება მმართველი კომპანიის მიერ.

1.5 საიტზე განთავსებული ინფორმაცია ემსახურება პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციას.

1.6 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

1.7 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, საიტის წესებსა და პირობებს.

1.8 საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

1.9 მომხმარებელი უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება და დამატება წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.


2.მმართველი კომპანიის უფლებები და მოვალეობები

2.1 მმართველი კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.

2.2 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

2.4 მმართველი კომპანია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.

2.5 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე საიტის წესების დარღვევით წაიშლება და მომხმარებლის პროფილი, რომლითაც განათავსდა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე 1 კვირიდან, სამუდამო ბლოკამდე.

2.6 საიტის წესების რომელიმე პუნქტის ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი

2.7 მმართველ კომპანიას უფლება აქვს დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.

2.8 მმართველი კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.

2.9 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.

2.10 მმართველი კომპანია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.

2.11 მმართველ კომპანიას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება ‘საიტის მოხმარების წესების’ განყოფილებაში.
3.მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

3.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს

3.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.

3.3 მომხმარებელს ეკრძალება საიტზე 2.7 პუნქტისგან განსხვავებული განცხადების განთავსება. 

3.4 მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან), ან სხვა საიტის ბმულის მითითება.

3.5 მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.

3.6 პრეტენზია, მმართველი კომპანიისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს მმართველ კომპანიას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.

3.7 საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.8 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.
3.9 მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია/მომსახურეობა სრულ შესაბამისობაშია „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებაში.
3.10 მომხმარებელი ასევე აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ განსათავსებელ პროდუქციაზე/მომსახურეობაზე მიწოდებული ინფორმაციითა და სარეკლამო მასალით ან/და მისი შექმნით არ დაირღვევა მესამე პირების საავტორო უფლება.
3.11 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომხმარებელი ადასტურებს, რომ მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გააუქმებს შესაბამის განაცხადს ან/და არ ექნება პრეტენზია "თიბისი ნეთი"-ს მიერ ამგვარი განცხადების გაუქმების თაობაზე, თუ გამოვლინდა შეუსაბამობა მომხამრებლის მიერ განცხადებულ გარანტიებსა და "თიბისი ნეთი"_ს ონლაინ პორტალზე რეგისტრირებულ განცხადებებს შორის.
3.12 მომხმარებელი ასევე თანახმაა, სრულად აანაზღაუროს წინამდებარე განცხადებების შეუსაბამობის შედეგად "თიბისი ნეთი"-სათვის მიყენებული ზიანი და დაკისრებული ჯარიმები.
3.13 მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ კომპანია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) პირგასამტეხლოს სახით. 
3.14 მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ თუ პირად ბალანსზე თანხის ჩარიცხვიდან/შეტანიდან უკანასკნელი 36  (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში არ განხორციელდა მისი გამოყენება, კომპანია უფლებამოსილია, გაანულოს მომხმარებლის პირად ბალანსზე არსებული ნაშთი იმგვარად, რომ ჩამოჭრილი თანხა ჩაითვლება პირგასამტეხლოდ.

4.რეგისტრაციის წესები:

4.1 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი, მდებარეობა.

4.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

4.3 მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სიმბოლოებს.

4.4 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.


 

 

5. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა

5.1 კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ წესებისა და პირობების შესაბამისად. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე პირობებსა და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკაზე.

5.2 მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის:

5.2.1. მომხმარებელი შედის ვებგვერდზე www.liv.ge;

5.2.1.1. მომხმარებელი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს ელ-ფოსტის მისამართს, პაროლს და ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას"

5.2.1.2. ამასთანავე, მომხმარებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ რეგისტრაციით:

შესაძლებელია, კომპანიის მომსახურების ნაწილი მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია;

შპს “"ალდ(ALD)"ს“ ანიჭებს უფლებამოსილებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისთვის მომხმარებლის მონაცემების გაზიარების ან/და მათგან მომხმარებლის მონაცემების გამოთხოვის თაობაზე;

5.2.1.3. რეგისტრაციის დასასრულებლად და პირადი ანგარიშის გასააქტიურებლად მომხმარებელმა სავალდებულო წესით უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება კომპანიის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას და წინამდებარე წესებსა და პირობებს;

5.2.1.4. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ვებ გვერდზე ან/და კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით;

5.3. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.

5.4. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;

5.5. შემთხვევაში თუ კლიენტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;

5.6. პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.7. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. შპს “"თიბისი ნეთი"“ არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.

6. ავტორიზაცია

6.1 ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის ან/და აპლიკაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.

6.2 ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტისა და პაროლის საშუალებით.